2016-02-12

მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა

2016 წლის  16 თებერვალს, სამშაბათს, 12: 00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აკად. ვ. კუპრაძის სახ.აუდიტორია  421,  შედგება   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.

მომხსენებელი:  მაია ნიკოლიშვილი (თსუ დოქტორანტი )

მოხსენების თემა: „ერთი არაწრფივი დიფუზიური მოდელის გამოკვლევა და მიახლოებითი ამოხსნა“

ანოტაცია: დისერტაციაში შესწავლილიამცენარეთა ფოთლებში მიმდინარე ძარღვოვანი განვითარების დიფუზიური პროცესების აღმწერი არაწრფივი კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებათა სისტემის ზოგიერთი თვისება.განხილულია აღნიშნული ორგანზომილებიანი დიფუზიური სისტემა და მისი ერთგანზომილებიანი ვარიანტი. აგებულია ნახევრად დისკრეტული და დისკრეტული ანალოგები. დამტკიცებულია მდგრადობის და კრებადობის თეორემები. ჩატარებული  და განხილულია მრავალი რიცხვითი ექსპერიმენტი. მოყვანილია აგრეთვე რიცხვითი გათვლების თეორიულ შედეგებთან შედარება.
 
Abstract: In this work some properties of the system of nonlinear partial differential equations which describes the vein formation of young leaves are studied. The two-dimensional system and its one-dimensional analog is considered. Semi-discrete and and finite difference schemes for initial-boundary value problems are constructed and investigated. Stability and convergence theorems are proved. Various numerical experiment are carried out and results some of them are considered. Comparison of numerical experiments with the results of the theoretical investigation is given too.

Print

« იხ. ყველა სიახლე