დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №93/2018 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №13/2018 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №93/2018
19 მარტი, 2018

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №13/2018 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 14 მარტის №4883/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №13/2018 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:

„11. საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერების“ ახალი რედაქციით წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებამდე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ დაასრულონ საბაკალავრო პროგრამა ,,კომპიუტერული მეცნიერება“ ამ დადგენილების მიღებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
12. საბაკალავრო პროგრამის ,,კომპიუტერული მეცნიერების“ სტუდენტებს სურვილის შემთხვევაში საშუალება მიეცეთ ხსენებული პროგრამა გაიაროს ამ დადგენილებით დამტკიცებული რედაქციით (შემდგომი ცვლილებების გათვალისწინებით).
13. დადგენილების 11 და 12 პუნქტების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 31 აგვისტომდე.“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე




გამოქვეყნების თარიღი:2018-03-29 12:05:34