დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №35/2018 - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 იანვრის №6/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №35/2018
5 თებერვალი, 2018

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 იანვრის №6/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 31 იანვრის №1715/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 იანვრის №6/2010 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამისათვის 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2925 (ორი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, ჯამში არაუმეტეს 11700 (თერთმეტი ათას შვიდასი) ლარისა ძირითადი (ხუთი) სემესტრის ფარგლებში.“.

2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე


გამოქვეყნების თარიღი:2018-02-16 10:31:05