ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტი


საბიბლიოთეკო დოკუმენტები, რომლებიც არ მოიძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდებში, მკითხველს შეუძლია, დაუკვეთოს საქართველოს ბიბლიოთეკებს, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის საშუალებით.

საბიბლიოთეკო დოკუმენტით სარგებლობის ვადას განსაზღვრავს მომწოდებელი ბიბლიოთეკა.

ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის დახმარებითვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საცავიდან დროებითი სარგებლობისათვის გაიცემა საბიბლიოთეკო დოკუმენტები იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები და სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილებები.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. № 11.
სამუშაო საათები: 10:00 - 17:00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

+(995 32) 225-0484 დამ. 9521 დირექცია
+(995 32) 225-0484 დამ. 9539 აბონემენტის სამსახური

ელ. ფოსტა: library@tsu.ge.