2014-12-22

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ოთხშაბათს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი.

    მოხსენების თემა:          "სამყარო არაფრისგან ?" Scuola Normale Superiore di Pisa

      მომხენებელი:       დათო ფირცხალავა
 
     ანოტაცია:          
              უკვე თითქმის 100 წლის განმავლობაში ჩვენთვის ცნობილია, რომ სამყარო ფართოვდება, 90 იანი წლების ბოლოდან კი ცნობილია, რომ დღესდღეობით ის არამარტო ფართოვდება -- არამედ ფართოვდება აჩქარებულად. მეტიც, მუდმივად აკუმულირებადი ექსპერიმენტული მონაცემები ცხადყოფს, რომ ადრეული სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას -- ე.წ. ინფლაციას -- ასევე ჰქონდა ადგილი დაახლ. 15 მილიარდი წლის წინ. ეს ბოლო ფაქტი დადასტურებულ იქნა შარშანდელი Planck სატელიტის მონაცემთა ანალიზის შედეგად.
ჩვეულებრივად ინტუიცია გვკარნახობს, რომ გაფართოებადი სამყარო დროთა განმავლობაში ხდება უფრო და უფრო ცივი და ცარიელი. თუ დროში უკან დავატრიალებთ, ამ სურათს ცალსახად მივყავართ დიდი აფეთქვების, ე.წ. Big Bang - ის ცნებასთან, რის თანახმადაც ყველაფერი რასაც ვხედავთ წარმოიშვა უსასრულოდ მკვრივი და ცხელი მდგომარეობიდან. ამ სემინარზე განოხილება აღნიშნული სურათის ახალ ალტერნატივა, რომელიც სამყაროს სრულ (ექსპერიმენტულად დადასტურებულ) კოსმოლოგიურ ისტორიას შესაძლებელს ხდის დიდი აფეთქების გარეშე. ასეთ თეორიებში, სამყარო წარმოიშვა აბსოლუტურად ცარიელი სივრციდან, რომელიც უსასრულოდ დიდი დროის განმავლობაში ფართოვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მოცემული თეორიები ხასიათდება მკაცრად განსაზღვრული ექსპერიმენტული წინასწარმეტყველებით, რაც შესაძლებელს გახდის უახლოესი 10 წლის ფარგლებში დაგეგმილი ექსპერიმენტების მეშვეობით მათ ცალსახა დადასტურებას ან უარყოფას.
Print

« იხ. ყველა სიახლე