2017-04-12

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ოთხშაბათს, 12 აპრილს ,  15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისფიზიკის დეპარტამენტის  სასწავლო-სამეცნიერო სემინარი.

მოხსენების თემა:   "კვარკები და მათი ძლიერი ურთიერთქმედება"

მომხსენებელი: პროფ. ანზორ ხელაშვილი (მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი)

ანოტაცია:  მოხსენების მიზანია გადმოსცეს სტანდარტული მოდელის ერთ-ერთი ინგრედიენტის - კვანტური ქრომოდინამიკის ძირითადი შედეგები: ლაგრანჟიანის სტრუქტურა, მისი სიმეტრიები, არააბელური ყალიბრული თეორიის საკვანძო მომენტები.
     ახლებურად იქნება შემოტანილი კვარკების ცნება, განხილული იქნება თეორიის ასიმპტოტური თავისუფლების ფენომენი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიის ინფრაწითელ არეს (პროპაგატორების ყოფაქცევას შორ მანძილებზე), მის კავშირს კვარკების ჩაჭერასთან (ე.წ. პოტენციალური კონფაინმენტი). მოყვანილი იქნება ავტორის წვლილი კონფაინმენტის პოტენციალის მიღებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე