2012-03-13

გეოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი თემაზე:’’საქართველოს და მიმდებარე ქვეყნების სეისმურობა და სეისმოაქტიური სტრუქტურები’’

2012 წლის 16 მარტს, 15 საათზე, გეოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე:
’’საქართველოს და მიმდებარე ქვეყნების სეისმურობა და სეისმოაქტიური სტრუქტურები’’

მომხსენებლები: შ. ადამია, ა. გვენცაძე, ნ. ლურსმანაშვილი, ნ. სადრაძე
მისამართი: თსუ, XI კორპუსი, ოთახი 428


მოხსენების რეზიუმე

საქართველოს და მიმდებარე ქვეყნების მაღალი სეისმურობა განპირობებულია მათი მდებარეობით გეოდინამიური აქტივობის გლობალურ სარტყელში, ევრაზიის და აფრიკა-არაბეათის ლითოსფერული ფილების კონტინენტური კოლიზიის ზონაში. მოხსენების მიზანია საქართველოს სეისმოაქტიური სტრუქტურების რუკის გაცნობა დამსწრეთათვის. რუკა შედგენილია ISTC Causin, EMME, NATO პროექტების მეშვეობით.
Print

« იხ. ყველა სიახლე