2017-06-06

ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა

პარასკევს,   9 ივნისს   16:00 საათზე  039-ე აუდიტორიაში  ჩატარდება  ქიმიის  დეპარტამენტის  სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა

დღის წესრიგი:

1.”ბეტა-ადრენერგული აგონისტების ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად ციკლოდექსტრინების გამოყენებით და დაყოფის მექანიზმის  შესწავლა ბმრ სპექტროსკოპიის საშუალებით”- ანა გოგოლაშვილი, მაგისტრატურის II  სტუდენტი.
ხელმძღვანელი- საქ. მეცნ.  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
2. "ზოგიერთი ქირალური ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა  ულტრამაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში ზედაპირულად ფორიანი სილიკაგელის და  დაფენილი  ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით“-ქეთევან ხარაიშვილი- დოქტორანტი.
  ხელმძღვანელი- საქ. მეცნ.  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
3. „ენანტიოსელექტივობის დამოკიდებულება ნივთიერებების და სვეტების სტრუქტურულ მახასიათებლებზე“- მარი-ლუიზა კონჯარია, ნათია შაშვიაშვილი-მაგისტრატურის I კურსის სტუდენტები.
    ხელმძღვანელი- საქ. მეცნ.  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
4. სტუდენტთა მეხუთე ვორქ-შოპში მონაწილე სტუდენტებისათვის სერთიფიკატების გადაცემა.

Print

« იხ. ყველა სიახლე