2017-04-19

ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა

21 აპრილს, პარასკევს  16:00  საათზე   039-ე აუდიტორიაში ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.
დღის წესრიგი:

1.    „ენილკონაზოლის  მიგრაციის  რიგის და დაყოფის მექანიზმების შესწავლა  კაპილარულ ელექტროფორეზსა ბმრ სპექტროსკოპიაში ქირალურ სელექტორებად ნეიტრალური და დამუხტული ციკლოდექსტრინების  გამოყენებით“  - ანა გოგოლაშვილი, IV სემესრტის მაგისტრანტი.
ხელმძღვანელი-საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე.

2.    “კლენპენტეროლის ენანტიომერების დაყოფის მექანიზმების    შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად ციკლოდექსტრინების გამოყენებით“    ელენე ტატუნაშვილი, IV სემესრტის მაგისტრანტი.
ხელმძღვანელი-საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე.

3. “ენანტიომერების ქრომატოგრაფიული დაყოფის კანონზომიერებების კვლევა შებრუნებულფაზიან ელუენტებში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით“  -  ზოია შედანია, დოქტორანტი.
  ხელმძღვანელი-საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე.


Print

« იხ. ყველა სიახლე