2015-10-26

ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა

 ამა წლის 29 ოქტომბერს, 17.00სთ-ზე თსუ მე-11 კორპუსის  421-ე აუდიტორიში,  ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგ სტუდენტთა  სამეცნიერო წრის სხდომა, რომელზედაც  პროფესორი ნანა დორეული და ასოცირებული პროფესორი ილია თავხელიძე გააკეთებენ მოხსენებებს ისრაელსა და ტაილანდში საერთაშორისო ფორუმებზე  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური დელეგაციის გამგზავრებისა და მონაწილეობის შესახებ. ისაუბრებენ  აღნიშნულ კონფერენციებზე განხილულ აქტუალურ საკითხებზე, შთაბეჭდილებებზე, აღნიშნულ ქვეყნებთან  სამომავლო კავშირებზე და ზოგადად საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებზე.  სხდომას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პერსონალთან, ადმინისტრაციასთან  და  სტუდენტებთან ერთად დაესწრება ისრაელის ელჩი საქართველოში ბატონი იუვალ  ფუქსი.
Print

« იხ. ყველა სიახლე