2012-02-23

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტით დაფინანსებული კვლევების ანგარიშის საჯარო მოსმენა ბიოლოგიის დეპარტამენტში

ა.წ.  24 თებერვალს, 12.00 სთ–ზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდება სამეცნიერო გრანტის -

„დღე-ღამური რიტმის დარღვევითა და იზოლირებით გამოწვეული სტრესის პირობებში ენერგეტიკული მეტაბოლური ცვლილებები და მათი პრევენციის შესაძლებლობები” 

ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო-კვლევების შემაჯამებელი ანგარიშის საჯარო განხილვა.
 
გრანტი  (# GNSF/ST08/2-375)  დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოქიმიის მიმართულების სრული პროფესორი  ნანა კოშორიძე

მისამართი: თსუ XI  კორპუსი, ოთახი  530–531.
Print

« იხ. ყველა სიახლე