2017-04-19

თსუ ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტისა და თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ერთობლივი სემინარი ალგებრაში, გეომეტრიასა და მათემატიკურ ლოგიკაში.

ხუთშაბათს, 20 აპრილს, 16 საათზე 421 აუდიტორიაში გაიმართება თსუ ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტისა და თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ერთობლივი სემინარი ალგებრაში, გეომეტრიასა და მათემატიკურ ლოგიკაში.

მომხსენებელი : მამუკა ჯიბლაძე

მოხსენების თემა:
ფრობენიუსის ლიანდრები - კომბინატორიკა და q-ანალიზი

ანოტაცია: ა. ელაშვილთან ერთად ჩვენ ვსწავლობთ ელემენტარულ კომბინატორულ ამოცანას, რომელიც უკავშირდება ე. წ. ბიპარაბოლურ ლის ალგებრებს.
ეს ამოცანა წარმოადგენს არნოლდის ერთი კარგად ცნობილი პრობლემის გამარტივებულ ვარიანტს.ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივად ყალიბდება, გამოსავალი ობიექტია ნატურალურ რიცხვთა ორი სასრული მიმდევრობა, რომლებსაც ტოლი ჯამები აქვთ.ყოველ ასეთ წყვილს გარკვეული წესით შეესაბამება ბრტყელი გრაფი, რომელიც შედგება რამდენიმე ღია და შეკრული ჯაჭვისაგან. საჭიროა დავადგინოთ, რამდენწყვილს შეესაბამება გრაფი, რომელიც მხოლოდ ერთი ღია ჯაჭვისგან შედგება.
ჩვენ ვიპოვეთ ამის აუცილებელი (არასაკმარისი) პირობა, რაც საძიებელი რაოდენობის ზევიდან შეფასების საშუალებას იძლევა, და დავთვალეთ შესაბამისი წარმომქმნელი ფუნქცია,რომელიც q-ჰიპერგეომეტრიული მწკრივით მოიცემა. ეს  გვაძლევს საძიებელი რიცხვის ზრდის სიჩქარის გარკვეულ შეფასებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე