2017-06-12

თსუ ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტისა და თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ერთობლივი სემინარი ალგებრა, გეომეტრია და მათემატიკურ ლოგიკაში.

ხუთშაბათს, 15 ივნისს, 16:00 საათზე, XI კ. 421 აუდიტორიაში  სტუდენტებისათვის გაიმართება თსუ ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტისა და თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ერთობლივი სემინარი ალგებრა, გეომეტრია და მათემატიკურ ლოგიკაში.

მომხსენებელი: თორნიკე ქადეიშვილი

მოხსენების თემა:
ტოპოლოგია გრამატიკაში -მარტივი წინადადების ეილერის მახასიათებელი

ანოტაცია: წინადადებაში ბავშვი მიდის სკოლაში  3 წევრია და 2 სინტაგმა ( „შინაარსობრივ კავშირში მყოფ წევრთა წყვილი“) ბავშვი - მიდის   და მიდის - სკოლაში, მესამე წყვილი ბავშვი-სკოლაში სინტაგმას არ ადგენს. დავუმატოთ ამ წინადადებას ერთი ახალი წევრი    ბეჯითი ბავშვი მიდის სკოლაში.     ეს ახალი წევრი მხოლოდ ერთ ძველთან ადგენს სინტაგმას  ბეჯითი-ბავშვი. კიდევ ერთი დამატებული წევრი     ბეჯითი ბავშვი ადრე მიდის სკოლაში    კვლავ მხოლოდ ერთ სინტაგმას ადგენს   ადრე-მიდის.
კითხვა: შეიძლება თუ არა წინადადებას დაემატოს ახალი წევრი ისე, რომ   ერთზე მეტ    ძველ წევრთან შექმნას სინტაგმა?

 
Print

« იხ. ყველა სიახლე