დადგენილება №90/2011
13 სექტემბერი, 2011

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №99/2011 დადგენილებით


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა“ (დანართი 1).

11. დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმა“ (დანართი 2). ( 23.09.2011, №99/2011)

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 ივლისის №113 დადგენილება.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი