დადგენილება №71/2011
11 ივლისი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და რექტორის 2011 წლის 8 ივნისის N55/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე – რევაზ ჯორბენაძე (ასოცირებული პროფესორი);

კომისიის მდივანი – თამარ დოლბაია (ასისტენტ–პროფესორი);

წევრები:
1. იაგო კაჭკაჭიშვილი (სრული პროფესორი);
2. ნათია ფარცხალაძე (UNISEF-ის ბავშვთა დაცვის სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მოწვეული პედაგოგი);
3. სალომე ნამიჭეიშვილი (საქართველოს სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე, მოწვეული პედაგოგი).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი