31.03.2009
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და მეთოდით. თსუ შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს სამართლებრივ, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, მედიცინისა და სხვა სფეროებში. როგორც ბატონმა გიორგი ხუბუამ აღნიშნა “ეს თანამშრომლობა თსუ-ს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთოს პატიმართა რესოციალიზაციის საკითხებში, ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც ღია ხდება სასჯელასრულების დაწესებულებები საზოგადოებისათვის და ამ შემთხვევაში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
20 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდა . მან საქართველოს...
 
 
 
 
« 1 ... 84 85 86 87 »