2009-04-16

საქველმოქმედო აქცია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისათვის

19 აპრილს 13 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისათვის. სააღდგომო საჩუქრების გადაცემის შემდეგ თსუ-ის სტუდენტები ფეხბურთის მატჩს გამართავენ მსჯავრდებულ მოზარდებთან. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები კაბუ და ლექს-სენი.
Print

« იხ. ყველა სიახლე