2009-04-07

6 აპრილს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

6 აპრილს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და პროფესიული დაოსტატების მიზნით, მხარეები თანხმდებიან პრაქტიკული სასწავლო პროგრამის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობაზე. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმიის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან. პრაქტიკული კურსი განხორციელდება 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, კერძოდ – 2009 წლის მარტის მეორე ნახევრიდან, 2009 წლის ივნისის ბოლომდე.
Print

« იხ. ყველა სიახლე