თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკში ინახება საქართველოს საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდი, რომელიც 20 000-მდ. ისტორიულ - მხატვრული და სამეცნიერო ღირებულების საბიბლიოთეკო დოკუმენტს აერთიანებს.

საქართველოს საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოება, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, 1907 წელს დაარსდა. საზოგადოებას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. მისი ძალისხმევით განადგურებას გადაურჩა ქართული კულტურის არაერთი თვალსაჩინო ძეგლი.

საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გადმოტანისას თან მოჰყვა კატალოგი. საკატალოგო ბარათები, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს დღეს არსებულ წიგნად ფონდს.