ავტორი: ილია ფერაძე
სათაური: რჩეული პუბლიცისტიკა (1886-1928)
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2012
აღნიშნულ კრებულში შესულია ცნობილი საზოგადო მოღვაწის ილია ფერაძის რჩეული პუბლიცისტიკა, რომლებიც იწერებოდა 1886 წლიდან 1928 წლამდე. ავტორი საკუთარ წერილებში საუბრობს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაზე, პოეზიასა და პროზაზე, ისტორიასა და რელიგიაზე. ილია ფერაძე სავსებით ფლობს თანადროულ ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, აგრეთვე - იმ დროისათვის ცნობილ ქართულ ისტორიულ პირველწყაროებს თუ დოკუმენტურ მასალას და ამ მყარ ბაზისზე დაყრდნობით აშუქებს საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს: ქრისტიანობის შემოსვლა დამკვიდრებას, ქართველ-სომეხთა კულტურულ რელიგიურ ურთიერთობებს, ქართველ მეფეთა დახასიათებას. მოკლედ, მონოგრაფიულად განიხილავს საქართველოს საეკლესიო ისტორიას და სხვა.
ავტორი: ანდრო ბუაჩიძე
სათაური: დიდი თანავარსკვლავედი (რჩეული თარგმანები)
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებულში ცნობილი ქართველი პოეტის ანდრო ბუაჩიძის რჩეული თარგმანებია გაერთიანებული. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვაენოვანი პოეტების საერთო სურათის წარმოდგენა. წიგნში შესულია გერმანული (ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი, რაინერ მარია რილკე, ჰერმან ბროხი, იოზეფ ვაინჰებერი, ჰერმან ჰესე), ფრანგული (შარლ ბოდლერი), ამერიკული (უოლტ უიტმენი, დონალდ ჯასტისი, სილვია პლათი), ესპანური (ფედერიკო გარსია ლორკა), პორტუგალიური (ფერნანდო პესო), ჩეხური (იაროსლავ ვრხლიცკი, ვიტესლავ ნეზვალი) და ესტონური (აინ კაალეპი, იან კაპლინსკი) პოეზია. კრებულში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რუსულ პოეზიას, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რუსი ემიგრანტი პოეტების - ვლადიმერ ნაბოკობის, ვლადისლავ ხოდასევიჩის და გიორგი ივანოვის ლექსები, რომლებიც პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. კრებულში ასევე შესულია ძველინდური ეპოსის ,,ბჰაგავატგიტას’’ პირველი და მეორე თავის ქართული თარგმანი.
ავტორი: თამაზ გამყრელიძე
სათაური: რჩეული წერილები და გამოსვლები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის მიერ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და კრებულებში გამოქვეყნებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილები, აგრეთვე მისი ფართოდ ცნობილი საჯარო გამოსვლები, რომლებიც წიგნში სტრუქტურირებულია ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ სამ თემატურ ჯგუფად: ,,ქვეყნის დამოუკიდებლობა’’, ,,პირველი ქართული უნივერსიტეტი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემია’’ და ,,ენა, ისტორია, კულტურა’’.
ავტორი: ალხაზიშვილი გივი
სათაური: რჩეული
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2017
გივი ალხაზიშვილის ახალ პოეტურ კრებულში გაერთიანებულია ოცდაათზე მეტი პოეტური კრებულიდან („დიალოგი ფიქრში", „ღამეთა ფერფლი". „ქარის დევნა", „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო", „სინათლე წვეთში", „გამოსვლა უდროობიდან", „გაღწევის სურვილი", „ქორონიკონი", „ეპისტოლეთა წიგნი", „უცნობი მზე", „ჩემი დღეების მიწა" და სხვ.) ამოკრებილიე ცალკეული ლექსები.
ყველა »