დადგენილება №72/2015 - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №98/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №72/2015
27 ივლისი 2015




,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №98/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 22.07.2015, №24040/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №98/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  დანართ 1-ში:

ა) დანართი 1-ის 26-ე მუხლს დაემატოს 26.4. და 26.5 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 

„26.4. სადოქტორო პროგრამებისათვის, რომლებიც ხორციელდება სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, დაცვის კომისია განისაზღვროს უნივერსიტეტების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით. ამ შემთხვევაში დაცვის კომისია შედგება თითოეული უნივერსიტეტის სულ მცირე ორი წევრისაგან. კომისიის წევრად არჩეულ უნდა იქნეს შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სამეცნიერო ხარისხი. 

26.5. სხვა უნივერსიტეტებთან სადოქტორო პროგრამის ხელშეკრულების გაფორმება რეგულირდება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილობრივ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნაწილობრივ გავლასთან დაკავშირებული საქმისწარმოების წესისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2015 წლის 18 მარტის №46/01-01 ბრძანებით. დარგობრივი სექციის თავმჯდომარე წარმოადგენს წერილობით დასკვნას სხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროგრამის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტულ დარგში პოტენციური პარტნიორი უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევებს. სადისერტაციო საბჭოს კოლეგიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში ხელშეკრულება ეგზავნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების პროექტის დაგზავნას პროფილურ სტრუქტურულ ერთეულებში.“
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორი, პროფესორი                                             აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე