ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-01-06

სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების კურსი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და სოციალური მომსახურების სააგენტოს ფინანსური დახმარებით, აცხადებს მიღებას სერტიფიცირების ერთწლიან პროგრამაზე (2011 სასწავლო წელი) სოციალური მუშაკებისათვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

პროგრამას გაუძღვებიან თსუ პედაგოგები და მოწვეული სპეციალისტები საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციიდან (GASW).

პროგრამა გრძელდება 30 კვირის განმავლობაში. სტუდენტები ვალდებულნი არიან, დააგროვონ 60 კრედიტი სერთტიფიკატის მისაღებად. სერტიფიკატს გასცემს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სასერტიფიკატო ლექციები დაიწყება 2011 წლის 5 თებერვალს.

სააპლიკაციო ფორმების მიღება განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კორპუსში, 2011 წლის 3 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით (9:00 – 18:00 სთ).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 14, მესამე სართული, სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის სარესურსო ცენტრი, ოთახი 306.
ტელ: 25 08 19.

საკონტაქტო პირი: თამრიკო გოგორიშვილი.

დეტალები მისაღები პროცედურებისა და სააპლიკაციო დოკუმენტების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
Print

« იხ. ყველა სიახლე