ავტორი: თომას კენილი
სათაური: შინდლერის სია
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ავსტრიელი მწერლის, თომას კენილის კალამს არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ნაწარმოები ეკუთვნის, მაგრამ მათ შორის უმთავრესია ,,შინდლერის სია’’, რომლისთვისაც მწერალმა ბუკერის პრემია და საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების ნომინაციაში ,,Los Angeles Times’’-ის ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. ნაწარმოები შექმნილია ნამდვილ ისტორიაზე დაყრდნობით. იგი ეხება ავსტრიელ ფაბრიკის მფლობელ, ნაცისტური პარტიის წევრ ოსკარ შინდლერს, რომელმაც დიდი ძალისხმევისა და რისკის ფასად თავის ქარხნებში მომუშავე ათასზე მეტი გეტოელი ებრაელი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა და დღემდე ადამიანური სიკეთისა და უანგარობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
ყველა »