ავტორი: მარჯან სატრაპი
სათაური: პერსეპოლისი (ბავშვობა, დაბრუნება)
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,პერსეპოლისი’’ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში. მარჯანის ბავშვობა ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, შაჰის ჩამოგდებას, ისლამურ რევოლუციასა და ერაყთან ომს ემთხვევა. ,,პერსეპოლისმა’’ გამოქვეყნებისთანავე დაიმსახურა მკითხველის მოწონება, რის შემდეგაც 30-მდე ენაზე ითარგმნა. 2007 წელს რომანის მიხედვით გადაიღეს ანიმაციური ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.
ყველა »