ავტორი: ამელი ნოტომი
სათაური: ტკბილი ნოსტალგია
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2013
,,ტკბილი ნოსტალგია’’ ცნობილი ბელგიელი მწერლის, ამელი ნოტომის რომანია, რომელიც მოგვითხრობს მწერლის შეხვედრაზე წარსულთან, ახალგაზრდობასთან.
ავტორი: გაგა შურღაია
სათაური: ნოსტალგია
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულში შესული ნაწარმოებები ერთგვარი თავზარდამცემი სულიერი აღსარებაა, რომელიც ავტორს ამოათქმევინა მის გარშემო არსებული სინამდვილის, ცხოვრებისეული რეალიების ტრაგიკულმა გაცნობიერებამ. წიგნის ავტორი გაგა შურღაია ამჟამად იტალიაში მოღვაწეობს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოქვეყნებული აქვს ანტონ ჩეხოვის, ჟან-პოლ სარტრისა და დინო ბუცატის ნოველების თარგმანები, აგრეთვე, ექსპერიმენტული მოთხრობა ,,მარცია’’, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა ლიტერატურულმა კრიტიკამ.
ყველა »