ავტორი: ნინო ზედელაშვილი
სათაური: ნაწილიანი (მოგონებები გოდერძი ჩოხელზე)
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2012
აღნიშნულ წიგნში შესულია ცნობილი მწერლებისა და მსახიობების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიერ მოთხრობილი საინტერესო და უცნობი ეპიზოდები გოდერძი ჩოხელის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ,. წიგნში ასევე შესულია გამოუქვეყნებელი ფოტოები.
ავტორი: აკაკი სურგულაძე
სათაური: მარად სახსოვარი (მოგონებები, მასწავლებლები და მეგობრები)
გამომცემლობა: პეგასი
გამოშვების წელი: 2013
აღნიშნულ წიგნში ძირითადად წარმოდგენილია იმ დაღუპულ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ერთი ჯგუფი, რომელმაც დიდი მუშაობა გასწია ქართული ისტორიოგრაფიის გამდიდრებისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. ავტორი შეეცადა საზოგადოებისათვის წარედგინა მათი შემოქმედებითი პორტრეტები.
ავტორი: მიხეილ ჭაბაშვილი
სათაური: მოგონებები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ქართველ ენათმეცნიერს, ლექსიკოლოგ მიხეილ ჭაბაშვილს (1916-1996) საზოგადოება იცნობს, როგორც უცხო სიტყვათა ლექსიკონის ავტორსა და შემდგენელს, ქართული ენის განმარტებითი და სხვა ლექსიკონების ერთ-ერთ რედაქტორს. სიცოცხლის ბოლოს კი მან დაწერა აღნიშნული ,,მოგონებები’’, სადაც ასახულია, თუ როგორ გაიარა მისმა ბავშვობამ, მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებმა XX საუკუნის ისტორიული მოვლენების - მძიმე 20-30-იანი წლების, მეორე მსოფლიო ომის, ომის შემდგომი წლების ფონზე. იგი მსუბუქი იუმორით აღწერს თბილისის ცხოვრებას სვანეთის უბნის მაგალითზე, იგონებს სკოლას, პედაგოგებს, რომლებმაც გზაზე დააყენეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებთან ერთად მთელი ცხოვრება ქმნიდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულს.
ავტორი:
სათაური: აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დღიურები და მოგონებები
გამომცემლობა: პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნში პირველად იბეჭდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მოგონებები და დღიურების ნაწილი, რითაც საზგოადოების ფართო წრისათვის ცნობილი გახდება მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი მხარე. აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მეცნიერული თვალსაწიერი მეტად ფართოა. მისი ნაშრომები ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარების, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკური აზრის ისტორიის პრობლემებს.
ავტორი: ნინო ზედელაშვილი
სათაური: დარდების შემგროვებელი - მოგონებები გოდერძი ჩოხელზე
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2017
2012 წელს გამოვიდა ნინო ზედელაშვილის პირველი წიგნი გოდერძი ჩოხელზე – „ნაწილიანი“, რომელშიც რეჟისორსა და მწერალ – გოდერძი ჩოხელზე მოგონებები გაერთიანდა. „დარდების შემგროვებელი“, ფაქტობრივად, ამ წიგნის გაგრძელებაა და ახალ მოგონებებს სთავაზობს მკითხველს. წიგნში შესულია საინტერესო და უნიკალური მასალა ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი შემოქმედის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ავტორი: მარგერიტ იურსენარი
სათაური: ადრიანეს მოგონებები
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
,,ადრიანეს მოგონებები’’, რომელიც ერთდროულად რომანიცაა, ისტორიაც და პოეზიაც, ფრანგულმა საერთაშორისო კრიტიკამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. მკითხველის წინაშეა დიდი რომაელი იმპერატორის, ადრიანეს მოგონებები. ადრიანე საკუთარი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის მკაცრი შემფასებელი იყო. ,,მივიჩნევდი, რომ სამყაროს სილამაზეზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვიყავი’’, - ამბობს გმირი, რომლის პრობლემები არაფრით განსხვავდება ყველა დროის ადამიანის პრობლემებისგან.
ყველა »