ავტორი: სტივენ ჩბოსკი
სათაური: მარტოსულობის უპირატესობანი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნული ნაწარმოები მოგვითხრობს საკუთარ თავში ჩაკეტილი თინეიჯერი ბიჭის, ჩარლის ისტორიას. მას აქვს ფსიქოლოგიური ტრამვა რის შედეგადაც უჭირს ხალხთან კონტაქტში შესვლა. ერთ დღესაც ის გაიჩენს ორ მეგობარს: პატრიკსა და სემს, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან... მათი თავს გადახდენილი ისტორიებით მკითხველი გაეცნობა 90-იანი წლების ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრებას, მათ ბრძოლას ცხოვრებისეულ სირთულეებთან თუ საკუთარ თავთან. ,,მარტოსულობის უპირატესობანი’’ განსაკუთრებით პოპულარული გახდა წიგნის ავტორის - სტივენ ჩბოსკის რეჟისორობით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის გამოსვლის შემდეგ.
ყველა »