ავტორი: აბესაძე რამაზ
სათაური: ეკონომიკური განვითარება
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2006
წიგნში განხილულია ეკონომიკური განვითარების თეორიული და გამოყენებითი საკითხები. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური განვითარების ფაქტორებზე და მისი გამოვლინების ტენდენციებზე განვითარებულ, განვითარებად და პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ქვეყნებში. წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტებისათვის შესაბამისი კურსის შესასწავლად.
ავტორი: რამაზ აბესაძე
სათაური: ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი
გამომცემლობა: პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნში განხილულია ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური რეგრესის თეორიული და გამოყენებითი ხასიათის საკითხები. წიგნი განკუთვნილია მეცნიერ ეკონომისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან დისციპლინებს - ,,ეკონომიკური განვითარება’’ და ,,ეკონომიკური განვითარების თეორია.’’
ავტორი: რამაზ აბესაძე
სათაური: ეკონომიკური განვითარება
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან დისციპლინას - ,,ეკონომიკური განვითარება’’. ნაშრომი განკუთვნილია ასევე მეცნიერ-ეკონომისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. ,,ეკონომიკური განვითარება’’ აღიქმება ორგვარი გაგებით. პირველის მიხედვით, ის არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში, მეორე გაგებით კი, არის ეკონომიკური დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ამ პროცესებს.
ყველა »