ავტორი:
სათაური: ანდრია აფაქიძე - ბიობიბლიოგრაფია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის ანდრია აფაქიძის ბიობიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1941-2013 წლების მასალა: სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა მის შესახებ. მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის ანდრია აფაქიძის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები. ერთვის სახელთა და გეოგრაფიულ სახელწოდებათა ანბანური საძიებელი.
ავტორი:
სათაური: შალვა ამირანაშვილი (1899-1975) - ბიობიბლიოგრაფია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
გამოჩენილი ქართველი ხელოვნებათმცოდნის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის ბიობიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1919-2011 წლების მასალა: სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, რეცენზიები, მისი რედაქტორობით გამოცემული შრომები და ლიტერატურა მის შესახებ. მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის შალვა ამირანაშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები. ცალკეა გამოყოფილი საიუბილეო თარიღები. ერთვის ძირითად შრომათა, სახელთა, გეოგრაფიულ სახელწოდებათა და კულტურის ძეგლთა ანბანური საძიებლები.
ავტორი: იოსებ მეგრელიძე
სათაური: ბიობიბლიოგრაფია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მკვლევრისა და ფილოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, იოსებ მეგრელიძის ბიბლიოგრაფიას.
ყველა »