მარიამ ლორთქიფანიძის კოლექცია


     2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - ცნობილმა ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ მარიამ ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტს გადასცა საკუთარი ბიბლიოთეკა , რომელიც 4310 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის . კოლექცია ძირითადად საისტორიო შინაარსის ლიტერატურისგან შედგება . მეცნიერის პირადი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.