2018-10-09

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში, რუმინეთი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან:

სტუდენტები:
 
განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
აკადემიური პერსონალი: 
განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
ადმინისტრაციული პერსონალი: 
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია

განაცხადების მიღება იწარმოებს  ა/წ 5 ნოემბრამდე ვებგვერდის საშუალებით.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

სტუდენტები: 
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ იაშის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით; სააპლიკაციო ეტაპზე ივსება დოკუმენტის მხოლოდ პირველი გვერდი)  დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - IELTS, TOEFL, FCE (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) ან/და ა/წ 9 ოქტომბერს ჩაბარებული ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
შევსებული დეკლარაცია (დოკუმენტი სავალდებულოა ყველა საფეხურის აპლიკანტისთვის)  დანართი 2

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი: 
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი/მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

სტიპენდია მოიცავს: 
სტუდენტები: 
უფასო სწავლა, 800 ევროს ოდენობის სტიპენდია ყოველთვიურად, საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი: 
140 ევრო დღიურად, საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი: 
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი; 5 დღე

დამატებითი ინფორმაცია: 
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
Print

« იხ. ყველა სიახლე