2020-01-06

სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვის ინსტრუქცია


თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს  სამაგისტრო ნაშრომების შემოწმებას პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე e-learning.tsu.ge. 

მაგისტრანტებს სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვა ელექტრონული სწავლების პორტალზე მოეთხოვებათ კონკრეტული სამაგისტრო პროგრამისთვის დადგენილი საბოლოო ვადის გასვლამდე. 

კონკრეტული სამაგისტრო პროგრამებისთვის დადგენილი საბოლოო ნაშრომის ატვირთვის გრაფიკი:
  • პოლიტიკის მეცნიერება -13 იანვრიდან  2 თებერვლის ჩათვლით
  • ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება - 13 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით
  • დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა - 13 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით
  • მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები - 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით
  • მედია და ახალი ტექნოლოგიები - 13 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით
  • ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი) - 13 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით
  • სოციოლოგია - 13 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით
  • სოციალური მუშაობა - 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით
  • დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია - 13 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით
  • გენდერის კვლევა - 13 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით
გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით ელფოსტის სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.

სამაგისტრო ნაშრომის პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.

გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading