ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-01-06

სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვის ინსტრუქცია


თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს  სამაგისტრო ნაშრომების შემოწმებას პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე e-learning.tsu.ge. 

მაგისტრანტებს სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვა ელექტრონული სწავლების პორტალზე მოეთხოვებათ კონკრეტული სამაგისტრო პროგრამისთვის დადგენილი საბოლოო ვადის გასვლამდე. 

კონკრეტული სამაგისტრო პროგრამებისთვის დადგენილი საბოლოო ნაშრომის ატვირთვის გრაფიკი:
გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით ელფოსტის სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.

სამაგისტრო ნაშრომის პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.
ატვირთვის ინსტრუქცია

გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე