2012-12-12

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუმებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდების წარმატება სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატზე პროგრამირებაში

1-4 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა უმასპინძლა  სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს პროგრამირებაში. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მოწინავე უნივერსიტეტების  გუნდები და  ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი.

გუნდურ შეჯიბრში პირველი ოთხი ადგილიდან სამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებმა დაიკავეს.

ადგილები ასე განაწილდა:

1) Tbilisi SU Epic Losers: ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი, გიორგი საღინაძე
2) Odessa NU ONU 1 2/3: Petrov, Monastyrshyn, Polyakov
3) Tbilisi SU #3: ლევან ვარამაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი
4) Tbilisi SU #1: ნოდარ ამბროლაძე, ზურაბ ისაკაძე, გიორგი შავგულიძე


გუნდური  შეჯიბრის სრული შედეგები 

ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველი ორი ადგილი თსუ-ს სტუდენტებს, ელდარ ბოგდანოვს და ლევან ვარამაშვილს ერგოთ.

მთლიანობაში ამ შეჯიბრში ჩვენმა სტუდენტებმა 2 პირველი ხარისხის, 4 მეორე ხარისხის და 1 მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვეს

სრული შედეგები

               

Print

« იხ. ყველა სიახლე