2017-03-09

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსს.

კურსი მოიცავს საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილს:

✔️ წაკითხულის გააზრება

✔️ანალიტიკური წერა

✔️ლოგიკური მსჯელობა

✔️რაოდენობრივი მსჯელობა

▶️მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ - ორი საათი, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის შენობაში.

▶️ რეგისტრაციისთვის  მობრძანდით: თსუ I კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა, მეორე სართული).

✉️ abiturienti@tsu.ge
☎️ 555 - 65 - 41 - 40
Print

« იხ. ყველა სიახლე