2020-01-10

გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება საბუთების მიღება პროფესორ ნოდარ ელიზბარაშვილის სახელობის სტიპენდიის  გასაცემად.

სტპენდია გაიცემა გეოგრაფიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებიდან  შერჩეულ ერთ  სტუდენტზე განვლილი კალენდარული წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომისთვის.

საბუთები მიიღება 10 დან 25 იანვრამდე, თსუ მეორე კორპუსში, ოთახი #108.
სტიპენდიის მოპოვების მსურველმა  სტუდენტმა კომისიის სახელზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.  განცხადება კომისიის სახელზე;
2.  ავტობიოგრაფია (CV);
3.  პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
4.  სამეცნიერო ნაშრომი;
5.  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
6.  საბანკო ანგარიშის ნომერი.
Print

« იხ. ყველა სიახლე