2015-12-24

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი


ოთხშაბათს, 30 დეკემბერს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფიზიკის დეპარტამენტის  სამეცნიერო სემინარი

მოხსენების თემა:  „დამატებითი (ჰიდრინო) მდგომარეობის არსებობის საკითხები ერთ და ორნაწილაკოვან რელატივისტურ განტოლებებში“

მომხსენებელი: ასისტენტ- პროფესორი თეიმურაზ ნადარეიშვილი

ანოტაცია:   ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ერთ და ორნაწილაკოვან კლაინ-გორდონის განტოლებებში კულონური პოტენციალისათვის წარმოიქმნება დამატებითი (ჰიდრინო) მდგომარეობები, რომლებიც კვანტური მექანიკის აპარატის ყველა  მოთხოვნას (ნორმირებადობა, ორთოგონალობა, ნორმის დროზე დამოუკიდებლობა და ა.შ.) აკმაყოფილებენ. ასეთი ამოხსნების დაკვირვება მნიშვნელოვანია სხვადასხვა ახალი ფიზიკური მოვლენის დამზერისათვის. ასევე ნაჩვენებია, ერთნაწილაკოვან დირაკის განტოლებას  არ გააჩნია  ჰიდრინო მდგომარეობები.


 

Print

« იხ. ყველა სიახლე