2019-11-15

კონკურსი გვანჯი მანიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად!


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს გვანჯი მანიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად საბაკალავრო პროგრამა "მათემატიკის" სტუდენტებისათვის.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ვადები: 2019 წლის 22 -დან 29 ნოემბრის ჩათვლით.

საკონკურსო საბუთები მიიღება მისამართზე:
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური , თსუ 11–ე კორპუსი, ოთახი 349, 10:00-18:00 სთ

დეკანის ბრძანება

რექტორის ბრძანება


Print

« იხ. ყველა სიახლე