2014-04-02

ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით 7 აპრილს, ორშაბათს,  მთელი დღის განმავლობაში XI კორპუსის პირველი სართულის ფოიეში გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.

ყველას, ვინც ხატავს, ან ქმნის ხელნაკეთ ნივთებს და სურთ მონაწილეობა მიიღონ გამოფენაში,   4 აპრილამდე უნდა მიმართონ ფაკულტეტის თვითმმართველობას (XI კორპ. აუდ. 306) , ან დარეკონ ნომრებზე: 557775643, 598722062, 568821082


Print

« იხ. ყველა სიახლე