2014-01-28

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცხადდება კონკურსი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2014 წლის საუნივერსიტეტო ფორუმის საკონკურსო კომისია შესაბამისად თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის # 150/01–01 ბრძანებისა (იხ. ბრძანება და დანართი) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით აცხადებს კონკურსს.

1. ფორუმზე წარსადგენად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო მოხსენებას უფლებამოსილი პირი წარადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში. წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეყრდნობოდეს წინა სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სამეცნიერო შედეგებს.
2. მოხსენების ავტორი (ავტორთა ჯგუფი) უნდა წარმოადგენდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პრესონალს, ან ამ ფაკულტეტის  სამეცნიერო პროფილის შესაბამის თსუ–ს დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის პირს (გარდა ინდივიდუალრი მონაწილისა).
3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში მოხსენებისა და მოხსენებაში მოცემული შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი, 18.00 სთ (თსუ II კორპ. ოთახი #110).

აკადემიკოსი შოთა სამსონია
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე

Print

« იხ. ყველა სიახლე