2017-02-21

მეხუთე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებში, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების ერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები


7-10 თებერვალს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მე-5 ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართა.  თითოეული დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებული იყო დეკანის პირადი პრიზი „საუკეთესო მოხსენებისთვის“ 600 ლარის ოდენობით დაქვითვის გარეშე.

გამარჯვებულები გახდნენ:   ირაკლი ჯოხაძე (ფიზიკის დეპარტამენტი), გია ქუთელია (ბიოლოგიის დეპარტამენტი), მარი-ლუიზა კონჯარია (ქიმიის დეპარტამენტი), ნიკა წითელაშვილი (გეოგრაფიის დეპარტამენტი), პავლე წოწკოლაური (ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი), ლაშა ბარამიძე (მათემატიკის დეპარტამენტი), ირაკლი ჯავახიშვილი (გეოლოგიის დეპარტამენტი), ანზორ გოზალიშვილი, ვახტანგ სიდამონიძე, თამარ კვატაშიძე, ნიკოლოზ სანაია და ირაკლი მაისურაძე (კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი).

 
Print

« იხ. ყველა სიახლე