2014-03-26

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

2014 წლის 27 მარტს, ხუთშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია # 204 –ში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა  დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი  თემაზე:

"3D დანადგარები "

მოხსენებას გააკეთებს პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე.

მოხსენებაში განიხილება სამგანზომილებიანი სკანერისა და პრინტერის მუშაობის პრინციპები და მათი ფიზიკური რეალიზაციის შესაძლებლობა.

Print

« იხ. ყველა სიახლე