2013-11-04

ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

4 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მათემატიკოსის, აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
12.00 საათზე ვიქტორ კუპრაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება თსუ XI კორპუსში (421-ე აუდიტორია).
13.00 საათზე ვიქტორ კუპრაძის საფლავს ყვავილებით შეამკობენ ( ვაკის სასაფლაო).
14.00 საათზე დაიწყება აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია.  (თსუ I კორპუსი, 115-ე (პ. მელიქიშვილის) აუდიტორია). სამეცნიერო სესიის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის -     „მათემატიკა“     პრეზენტაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე