2016-03-17

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ოთხშაბათს, 23 მარტს  15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფიზიკის დეპარტამენტის  სამეცნიერო სემინარი

მოხსენების თემა:  „მოლეკულური რადიოლოგია და დნმ“

მომხსენებელი:  ვასილ  ბრეგაძე (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,თსუ, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი)

ანოტაცია:   მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება უსისხლო ქორურგიის (თერაპიის) სხვადასხვა რადიოლოგიური და ქიმიური მეთოდების მოკლე აღწერა, მათ შორის ადრონული, იზოტოპური, γ-გამოსხივება, ფოტო, მიკროტალღური, პლაზმური, ფერმენტული და სხვა. ვრცლად იქნება მოხსენებული დნმ-ის მოლეკულის როლი, როგორც სამიზნე რადიოლოგიურ და ქიმიოთერაპიაში,  აგრეთვე მისი როლი ნანომოლეკულურ, ფოტოინდუცირებულ და ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
Print

« იხ. ყველა სიახლე