2014-10-02

საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია


ამა წლის 8-10 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გაიმართება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კონფერენციის თემატიკაა:

•    მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა
•    ჰიდრომექანიკა
•    მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები
•    გამოყენებითი მექანიკა
•    ანალიზის მონათესავე საკითხები

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებ გვერდი:
http://www.viam.science.tsu.ge/others/gnctam/annual5.htm

Print

« იხ. ყველა სიახლე