2019-07-15

გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში

17 ივლისს, 17:00 საათზე, თსუ მე-11 კორპუსში, აუდიტორია #421 გაიმართება გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში

ხელმძღვანელები: ელიზბარ ნადარაია  (თსუ, მათემატიკის დეპარტამენტი, ი. ვეკუას სახ. გამ. მათემატიკის ინსტიტუტი),

მიხეილ მანია  (თსუ, ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი;  ქართულ-ამერი­კული უნივერსიტეტი),

ვახტანგ კვარაცხელია (სტუ,  ნ. მუსხელიშვილის სახ. გამო­თ­ვლითი  მათემატიკის ინსტიტუტი; სოხუმის უნივერსიტეტი),

სწავლული მდივანი: ომარ ფურთუხია  (თსუ, მათემატიკის დეპარ­ტამენტი;  ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი)

მომხსენებელი: პროფ. ალექსანდრე ვერეტენნიკოვი (ლიდსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი)

თემა: „ზოგიერთი თანამედროვე კვლევის შესახებ სტოქასტურ დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში“.

ანოტაცია: მოხსენების მიზანია რამდენიმე მიმდინარე კვლევის თემის მოკლე მიმოხილვა და შემდეგ ერთ-ერთზე კონცენტრირება. ეს თემებია:

(1) ერგოდული სტოქასტური მართვა, იხ. https://arxiv.org/abs/1508.05835

(2) პუასონის განტოლებები, იხ.  arXiv:1610.09661&arXiv:1610.09687

(3) მაკინ-ვლასოვის განტოლებები, იხ. https://arxiv.org/abs/1603.02212

(4) მაღალი გადაგვარების სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები (გამოუქვეყნებელი).

კერძოდ, გადაგვარებული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებებისთვის ნაჩვენები იქნება როგორ დავადგინოთ ამონახსნის არსებობა, სუსტი ერთადერთობა და ლოკალური შერევის თვისებები
Print

« იხ. ყველა სიახლე