2013-06-04

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდების შედეგები ილია ვეკუას თასზე

25-27 მაისის პერიოდში ბათუმში, ნოვოსიბირსკში, მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში პარალელურად ტარდებოდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის VII ოლიმპიადა პროგრამირებაში. შეჯიბრში მოასპარეზე ქართულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი ეკუთვნის თბილისის "კომაროვის" სკოლის გუნდს. მეორე შედეგი ქართულ გუნდებს შორის აჩვენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შემადგენლობით : გაბისონია, კუცია, ბარბაქაძე. მწვრთნელი - ელდარ ბოგდანოვი. ორივე ეს გუნდი მესამე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.
ღონისძიების პროგრამაში შესულ ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკოლოზ გაბისონიას ეკუთვნის. ქართველებში მეორე და მესამე ადგილი ასევე თსუ-ს სტუდენტებმა ლევან ვარამაშვილმა და ზურაბ კუციამ მოიპოვეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე