2014-10-01

საინფორმაციო შეხვედრა: გაცვლითი პროგრამა ERASMUS MUNDUS


ამა წლის 6 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სევილიის (ესპანეთი), ათენის (საბერძნეთი), მონპელიესა (საფრანგეთი) და ვიადრინას (გერმანიის) უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ატარებს საინფორმაციო ხასიათს ევროკომისიის გაცვლითი პროგრამა ERASMUS MUNDUS-თან დაკავშირებით.

2014/2015 წლის შემოდგომის სემესტრიდან განახლდება ევროკომისიის გაცვლითი პროგრამა ERASMUS MUNDUS, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარების და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამა განხორციელება ევროპის 35-მდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
Print

« იხ. ყველა სიახლე