2016-11-28

"აზიის სამეცნიერო ბანაკი 2017"

2017 წლის 20-26 აგვისტოს მალაიზიაში  გაიმართება „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2017“, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ნობელის  პრემიის  ლაურეატები და ცნობილი მეცნიერები ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების მეორე წელი;
  • ასაკი - არაუმეტეს 21 წელი (2017 წლის 26 აგვისტოსთვის)
  • ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს

  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და საბაკალავრო პროგრამის მითითებით;
  • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
  • პირადობის მოწმობის ასლი. 

საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი # 108 , 2016  წლის 1 დეკემბრიდან  2016 წლის 9 დეკემბრის   ჩათვლით.  

გასაუბრება ჩატარდება 2016 წლის 12 დეკემბერს. კონკურსანტებს გასაუბრების ზუსტი დრო და ადგილი ეცნობებათ მოგვიანებით.  

Print

« იხ. ყველა სიახლე