2014-10-29

შეხვედრა კორუნას უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ოფისის უფროსთან


ამა წლის 3 ნოემბერს 16:00 სთ-ზე თსუ I კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში (ოთახი 107) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კორუნას უნივერსიტეტის (ესპანეთი) საგარეო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელთან ბატონ ფერნანდო პენიასთან.

შეხვედრის მიზანია კორუნას უნივერსიტეტზე ინფორმაციის მიწოდება თსუ აკადემიური პერსონალისათვის და სტუდენტების ინფორმირება კორუნას უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ. 
Print

« იხ. ყველა სიახლე